9 ოქტომბერი, 2026
კახეთის რეგიონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ყვარელსა და თელავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ და მისმა მოადგილემ, შოთა ანდრიაძემ მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.
პროექტების ფარგლებში, ორივე მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები მოეწყობა. მოედნები 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად აღიჭურვება თანამედროვე განათების სისტემებით, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობებით, სპორტსმენებისთვის განკუთვნილი გასახდელებითა და სველი წერტილებით.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის სათანადო სპორტული გარემოს შექმნას.
გაზიარება