ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

8 ოქტომბერი, 2026

ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Image alt text

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.

სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე გაეცნენ.

სამშენებლო ობიექტის ადგილზე შემოწმება წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა, რაც მიმდინარე სამუშაოების ფაქტობრივი მდგომარეობის, ტემპისა და ხარისხის ადგილზე შეფასებას ემსახურება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 700 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა.

ამ ეტაპზე, სკოლის შენობის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს შიდა სარემონტო და მოპირკეთების სამუშაოები, ასევე, სკოლის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სივრცეების მოწყობას და მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნას.

სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 14.5 მილიონ ლარზე მეტია.