2 ოქტომბერი, 2026
ქობულეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთში, საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის მშენებლობას იწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტის ფარგლებში, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიბუნა, მოეწყობა განათების თანამედროვე სისტემა და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ტექნიკურ ცენტრში განთავსდება გასახდელები, სამედიცინო და სამეურნეო ოთახები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, გეგმავს 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
გაზიარება