22 სექტემბერი, 2026
ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობას იწყებს დმანისში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდაში, გარდაბანში და მარნეულში. შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტების ფარგლებში, ხუთივე მუნიციპალიტეტში, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები და განათების თანამედროვე სისტემა, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
ტექნიკურ ცენტრში განთავსდება ასევე გასახდელები, სამედიცინო და სამეურნეო ოთახები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.
გაზიარება