ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

17 სექტემბერი, 2026

ჭიათურაში სტადიონის, საცურაო აუზის და კალათბურთის დარბაზის პროექტირება იწყება

Image alt text

მუნიციპალური განვითარების ფონდი ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლების პროექტს იწყებს. შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა.

პროექტი ითვალისწინებს ამორტიზებული სტადიონის რეკონსტრუქციას UEFA-ს III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას.

არანაკლებ 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე მოეწყობა განახლებული ტრიბუნები, მედია სივრცე, გასახდელები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, კომერციული და ადმინისტრაციული ზონები.

ინფრასტრუქტურა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი უსაფრთხოებისა განათებისა სისტემებით.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის განვითარებას და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას.