16 სექტემბერი, 2026
სამტრედიაში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ სამტრედიაში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ დაათვალიერა.
ამ ეტაპზე სკოლაში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, ხოლო გარე სარემონტო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო შენობა. სკოლაში მოეწყობა სრულად აღჭურვილი საკლასო ოთახები, ლაბორატორია, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი და ბიბლიოთეკა. ასევე, გათვალისწინებულია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნა.
სკოლის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილი თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით.
გაზიარება