15 სექტემბერი, 2026
940 მოსწავლეზე გათვლილი თბილისის №76 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან , განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან , თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძესთან ერთად ახლად რეაბილიტირებული თბილისის №76 სკოლა გახსნა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 940 მოსწავლეზე გათვლილი №76 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის ფარგლებში, სკოლის შენობა სრულად განახლდა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა ფასადის რესტავრაცია, მოპირკეთება და თბოიზოლაცია, რაც ენერგოეფექტურობის ზრდას და შენობის მდგრადობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, თბილისის №76 საჯარო სკოლაში მოწესრიგდა ეზოს ინფრასტრუქტურა და დაინერგა ალტერნატიული ენერგიის წყაროები.
სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
გაზიარება