ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

14 სექტემბერი, 2026

სოფელ ქვიტირში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომლის პარალელურადაც უკვე დაწყებულია სადემონტაჟო სამუშაოები. პროექტირების დასრულების შემდეგ კი სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.

250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში დაგეგმილია სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლება, საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ტერიტორიის კეთილმოწყობა, გარე განათებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

განახლებული სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებულ საგანმანათლებლო გარემოს.