ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

12 სექტემბერი, 2026

სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერა.

360 მოსწავლეზე გათვლილ შენობაში სრულად განახლდა საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკა, კვების ბლოკი, სპორტული სივრცეები და ეზო.

შენობა უზრუნველყოფილია უსაფრთხოების, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ახალი სისტემებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობას აძლევს.