ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

7 სექტემბერი, 2026

ბათუმის N5 საჯარო სკოლა სრულად განახლდა

Image alt text

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.

ბათუმის N5 სკოლის რეაბილიტაციის ფარგლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო სკოლის შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო გარე საფეხბურთო მინი სპორტული მოედანი.

სკოლაში, ასევე სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

ბათუმის N5 საჯარო სკოლა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.