ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

7 სექტემბერი, 2026

ბათუმში №18 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ბათუმში №18 საბავშვო ბაღის სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად გაეცნო.

250 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტი არსებული შენობის გამაგრება-გაძლიერებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მის სრულ განახლებას ითვალისწინებს. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების საჭიროებებზე.

საბავშვო ბაღში განახლდება შიდა და გარე სივრცეები, საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და ვენტილაციის სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულოს სივრცე.

კეთილმოეწყობა ბაღის მიმდებარე ტერიტორია და შეიქმნება დასასვენებელი სივრცეები, ასევე თანამედროვე სათამაშო მოედანი შესაბამისი ინვენტარით, რაც უზრუნველყოფს აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე გარემოს შექმნას.