7 სექტემბერი, 2026
ბათუმში №12 ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარიძესთან ერთად, განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, განხორციელდა 170 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობის სრული რეკონსტრუქცია და გამაგრება.
ბავშვების საჭიროებების გათვალისწინებით, ბაღში მოეწყო სასწავლო, მოსასვენებელი, სათამაშო და სამზარეულოს სივრცეები.
ასევე, სკოლამდელი განათლების რეგულაციების შესაბამისად, მოწყობილია სველი წერტილები, უსაფრთხოების და გათბობის სისტემები, განახლებულია ყველა საინჟინრო კომუნიკაცია.
რეაბილიტაციის შედეგად, ბათუმის №12 ბაღი სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისთვის, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოს.
გაზიარება