ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

7 სექტემბერი, 2026

ბათუმის №3 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

Image alt text

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში დასრულებულ სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებს ადგილზე ეცნობიან.

რევაზ სოხაძე და ზურაბ პატარაძე ბათუმის №3 საბავშვო ბაღში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.

150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობის შიდა და გარე სივრცეები. მოეწყო ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო და დასასვენებელი სივრცეები, ადმინისტრაციული ოთახები და სამზარეულო. განახლდა საინჟინრო კომუნიკაციები, დამონტაჟდა გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები.

რეაბილიტაციის შედეგად, ბათუმის №3 საბავშვო ბაღში 150 აღსაზრდელისთვუს თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნა. შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთღებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.