2 სექტემბერი, 2026
აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია აბასთუმნის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, გიორგი გედევანიძესთან და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში მიმდინარე პროექტების შესრულების პროცესს გაეცნო.
ფონდის დირექტორმა შეაფასა სამუშაოების ვადები, ხარისხი და კონტრაქტორებთან ერთად განიხილა არსებული გამოწვევების დროული გადაჭრის გზები.
კურორტ აბასთუმანში, მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების ფარგლებში, გათვალისწინებულია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა.
პროექტების მიზანია, აბასთუმნის ისტორიული და კულტურული გარემოს დაცვასთან ერთად, კურორტის განვითარება თანამედროვე სტანდარტებით, რაც უზრუნველყოფს რეგიონში ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას.
გაზიარება