27 აგვისტო, 2026
ამბროლაურში რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

რაგბის სტადიონზე მოეწყობა მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და განათების თანამედროვე სისტემა, რაც მოედნის გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა ქევანიშვილთან ერთად, ამბროლაურში დაგეგმილი რაგბის ტექნიკური ცენტრის მშენებლობის დეტალებს ადგილზე გაეცნო
დაგეგმილია, ასევე, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური სივრცეებისა და სამედიცინო ოთახის მოწყობა.
რაგბის ტექნიკური ცენტრი აღიჭურვება უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით და ადაპტირებული იქნება ყველა მაყურებლისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
გაზიარება