ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

24 აგვისტო, 2026

რუსთავის #6 საჯარო სკოლის რებილიტაცია აქტიურ ფაზაშია

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანმა და ქალაქ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავის №6 საჯარო სკოლა მოინახულეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლაში განახლდება საკლასო ოთახები, დამხმარე და საერთო სარგებლობის სივრცეები და მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა. სკოლა სრულად მოერგება მოსწავლეების საჭიროებებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული სკოლა 800-მდე მოსწავლეს მოემსახურება.

რუსთავის №6 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 7.9 მილიონ ლარზე მეტია. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს ქალაქ რუსთავში სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი რუსთავის სხვა სკოლების, მათ შორის №16 საჯარო სკოლის, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტებსაც განახორციელებს.