ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

22 აგვისტო, 2026

სამუშაო შეხვედრა აბასთუმანში პროექტების შესრულების ვადებზე

Image alt text

აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აბასთუმანში მიმდინარე პროექტების შესრულების ვადებზე, სამუშაოების ტემპსა და ხარისხზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დროულად გადაჭრის გზებზე და საჭიროებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი, აბასთუმნის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი გედევანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, მუნიციპალური განვითარების ფონდის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები.