ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

22 აგვისტო, 2026

აბასთუმანში კურორტის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში კურორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაპროექტო კვლევები, რის საფუძველზეც განისაზღვრება სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა და შესასრულებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა, საზოგადოებრივი დანიშნულების ტურისტული და რეკრეაციული ობიექტების კეთილმოწყობა, ქუჩებისა და გზების განახლება, ასევე ნაპირსამაგრი ნაგებობებისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

პროექტის მიზანია აბასთუმნის ისტორიული გარემოსა და კულტურული თავისებურებების შენარჩუნება და კურორტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება.

აბასთუმნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.

პროექტის დასრულების შემდეგ აბასთუმანი სრულად ჩამოყალიბდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კურორტად და კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციას მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.