ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

11 აგვისტო, 2026

დაბა სტეფანწმინდას პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში არსებული პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე, კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე.
პარკის საპროექტო ტერიტორია 36 957 კვადრატულ მეტრს მოიცავს, საიდანაც 15 608 კვადრატულ მეტრზე მწვანე საფარი განთავსდება. პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის კომპლექსურ განახლებასა და არსებული სარეკრეაციო სივრცის მოდერნიზაციას.

პარკში მოეწყობა საბავშვო სივრცეები, სპორტული მოედნები, წყლის სარკეები და საფეხმავლო ხიდები, ასევე გარე განათებისა და ირიგაციის სისტემები, სველი წერტილები და უსაფრთხოების კამერები. განთავსდება საჩრდილობლები და თანამედროვე საპარკე ფურნიტურა.

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ალუდა ღუდუშაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.