ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

7 აგვისტო, 2026

თბილისში N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, N67 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, არსებული სკოლის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდება. სკოლა 450 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უსაფრთხო და კომფორტულ სასწავლო გარემოს შეუქმნის.
პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნები, შენობის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია. დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის თანამედროვე სისტემები, კეთილმოეწყობა და გამწვანდება სკოლის ტერიტორია.
სკოლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის მოთხოვნები.

პროექტირება მოიცავს წინასაპროექტო კვლევების ჩატარებას, არქიტექტურული და დეტალური პროექტის, ასევე შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას.