ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

31 ივლისი, 2026

დუშეთში მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია არსებული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია და მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა.

ტენდერის პირობების მიხედვით, დოკუმენტაციის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი კლიმატური პირობები და ენერგოეფექტურობა, რაც უზრუნველყოფს გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და განათების სისტემების ფუნქციონირებას.

დუშეთის მრავალფუნქციური კომპლექსის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სპორტულ აქტივობებში ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.