31 ივლისი, 2026
საჩხერის საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ საჩხერეში არსებული საცურაო აუზის შენობის სრული რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის მიზანია შენობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია და უსაფრთხო, საიმედო, ენერგოეფექტური სივრცის შექმნა.
მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით, საჩხერის აუზის შენობაში მოეწყობა ელექტროობის, სახანძრო უსაფრთხოების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის, წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემები.
პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ადგილობრივი კლიმატური პირობები და შენობის დატვირთვა.
საჩხერის საცურაო აუზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტული აქტივობების განვითარებას.
გაზიარება