ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

29 ივლისი, 2026

წნორში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

წნორში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ხელოვნურსაფარიანი ტექნიკური სტადიონის მშენებლობა.

ახალი ცენტრი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახსა და სათავსოებს.

წნორში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც ახალგაზრდა თაობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო პირობების შექმნას და სპორტში ჩართულობის მეტი შესაძლებლობის ხელშეწყობას ემსახურება.