ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

29 ივლისი, 2026

საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი შენდება

Image alt text

საგარეჯოში 300 მაყურებელზე გათვლილი ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური შენობის, გასახდელების, სველი წერტილების, სამედიცინო ოთახისა და საჭირო სათავსოების მოწყობას.

საგარეჯოში მიმდინარე სამუშაო პროცესი ადგილზე მოინახულეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.