29 ივლისი, 2026
გურჯაანში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანის სავარჯიშო ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.
გურჯაანში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო სივრცეების შექმნას და სპორტის პოპულარიზაციას ემსახურება.
გაზიარება