ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

29 ივლისი, 2026

ყვარელში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

Image alt text

ყვარლის საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის ტერიტორიაზე დასრულებულია ტექნიკური შენობის ძირითადი ნაწილი და აქტიურად გრძელდება სტადიონის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში, ყვარელში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო სტადიონი ხელოვნური საფარით, 300 მაყურებლისთვის განკუთვნილი ტრიუბუნა და სპორტსმენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

სამშენებლო პროეცესი ადგილზე მოინახულეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების სპორტული შესაძლებლობების განვითარებას.