ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

29 ივლისი, 2026

თელავში ფეხბურთის სავარჯიშო სტადიონის მშენებლობა გრძელდება

Image alt text

თელავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

12 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის შემდეგ კონტრაქტორმა კომპანიამ განაახლა სამუშაო პროცესი და ამ ეტაპზე პროექტი უკვე დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გრძელდება.

თელავის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სპორტსმენებისთვის საჭირო გასახდელებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახსა და სათავსოებს.

მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან, ფეხბურთის ფედრაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, პარლამენტის წევრ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.