ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

29 ივლისი, 2026

ახმეტაში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

Image alt text

ახმეტის საფეხბურთო სავარჯიშო ცენტრის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია ტექნიკური შენობის ძირითადი კონსტრუქცია და აქტიურად მიმდინარეობს სტადიონის სამშენებლო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი, სველი წერტილები და საჭირო სათავსოებს.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.