ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

24 ივლისი, 2026

ზესტაფონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან და საქართველოს პარლამენტის წევრ ზვიად შალამბერიძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ზესტაფონში, პროექტის ფარგლებში, აშენდება ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, სპორტსმენებისთვის საჭირო გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.

ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმაბს, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციას.