24 ივლისი, 2026
ჭიათურის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი შონიასთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ჭიათურაში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და დამატებითი სათავსოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
გაზიარება