ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

21 ივლისი, 2026

სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Image alt text

სოფელ ნატანებში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურჯუმელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნატანების ბაღში მიმდინარე სამუშაო დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.

სოფელ ნატანების ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, ათვალისწინებულია სველი წერტილების, რეკრეაციული ზონების, ეზოს და სათამაშო მოედნების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.