ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

9 ივლისი, 2026

ქუთაისში №28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდი ქუთაისში №28 საჯარო სკოლაის რეაბილიტაციას ასრულებს.

სამუშაოების დასკვნით ეტაპს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი გაეცნენ.

150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

გარდა ამისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები, ეზოში კი მოეწყობა სათამაშო მოედანი.

სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

შენობა უზრუნველყოფილია გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებით.

ქუთაისის №28 საჯარო სკოლა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის ღირებულება 3.5 მლნ ლარია.