6 ივლისი, 2026
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირქტორი ქუთაისის N7 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

ინფრასტუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანთან ერთად, ქუთაისის N7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, სასკოლო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინა მიმდინარე პროექტთან დაკავშრიებით.
აღინიშნა, რომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟინრო შესწავლის აუცილებლობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს განემარტათ, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია.
გაზიარება