ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

30 ივნისი, 2026

რუსთავის N44 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე 54 ძირი ხე-მცენარე დაირგო

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში გამწვანების ღონისძიებებს განაგრძობს.

აგროტექნიკური სტანდარტების შესაბამისი დარგვითი სამუშაოები ქალაქ რუსთავის N44 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე განხორციელდა.
ბაღის ტერიტორიაზე დაირგო 54 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის 10 ძირი ჭადარი, 12 ძირი ნეკერჩხალი, 20 ძირი ტყემალი და 12 ძირი არიზონიკა.

სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის დარგვა ბავშვებისთვის უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიური გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
გამწვანების პროცესში მონაწილეობდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.