29 ივნისი, 2026
სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 16 თვე განისაზღვრა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 სკოლა განახლდება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.
საზანოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პირობების შექმნას და შენობის ადაპტირებას თანამედროვე სასწავლო პროცესის საჭიროებებზე.
გაზიარება