ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

26 ივნისი, 2026

2026 წლის 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ხუთი სტადიონის განახლება დასრულდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის სტადიონების მომზადება წარმატებით დაასრულა.

სამუშაოები განხორციელდა თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე.

ხუთივე მოედანი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარით. ავჭალაში და ქუთაისში განახლებულია ტრიბუნები და დამხმარე ინფრასტრუქტურა. „აიას“ კომპლექსში ასევე დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის განათების სისტემა.

სტადიონების ახალი საფარი უზრუნველყოფს გამძლეობას და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც.