25 ივნისი, 2026
თბილისის N37 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 800 მოსწავლეზე გათვლილი თბილისის N37 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტის მოსამზადებელი კონკურსი გამოაცხადა.
ახალი სკოლა დემონტირებული შენობის ნაცვლად, იმავე ტერიტორიაზე აშენდება.
N37 სკოლის ახალი პროექტით უნდა შენარჩუნდეს ძველი სკოლის ძირითადი პარამეტრები, თუმცა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თანამედროვე საგანმანათლებლო და ტექნიკურ მოთხოვნებს.
პროექტი უზრუნველყოფს ახალი სკოლის ინფრასტრუქტურის სრულფასოვან განვითარებას, რაც მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ისწავლონ თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში.
გაზიარება