ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

25 ივნისი, 2026

თბილისის №23 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

Image alt text

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, პარლამენტის წევრები - გიორგი ვოლსკი და რიმა ბერაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ გიორგი შონიასთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიასთან ერთად, თბილისის №23 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №23 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიზანია, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სააქტო დარბაზს, სამზარეულოსა და საკლასო ოთახებს, განახლდება სპორტული მოედანი, სრულად აღდგება ფასადი და შიდა სივრცეები, განახლდება საინჟინრო სისტემები და მოწესრიგდება სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

ამ ეტაპზე ობიექტზე ძირითადად მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. სრულდება სხვადასხვა ტიპის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, ეწყობა საინჟინრო ქსელები. თითქმის დასრულებულია გათბობის სისტემის მონტაჟი. მიმდინარეობს შიდა მოსაპირკეთებელი და სარესტავრაციო სამუშაოები.

თბილისის №23 საჯარო სკოლა 1 500 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 14.8 მილიონ ლარს აღემატება.
სკოლის რეაბილიტაციის დაწყებული პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა. ფონდი აქტიურად აგრძელებს პროექტების მართვას, რათა სამუშაოები დადგენილ ვადებში და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით დასრულდეს.