19 ივნისი, 2026
სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, ფუნქციურ და ადაპტირებულ სასწავლო გარემოს შექმნის.
პროექტი მოიცავს მანავის საჯარო სკოლის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას.
დაგეგმილია საინჟინრო კომუნიკაციების, მათ შორის გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება.
პროექტის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი გარემო და განხორციელდება ტერიტორიების კეთილმოწყობა.
გაზიარება