17 ივნისი, 2026
ცაგერის კულტურის ცენტრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საპროექტო კონკურსის მიზანია ცაგერის კულტურის ცენტრის ისტორიული ნაგებობის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მისი სრული განახლება.
პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი სადაც განთავსდება საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა მოიცავდეს სივრცეების ოპტიმიზაციას,გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას და ინკლუზიური გარემოს შექმნას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, მიმდებარე ტერიტორია, რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი.
1950-იან წლებში აგებული ცაგერის კულტურის ცენტრის განახლება შენობის ისტორიული ღირებულების შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონში კულტურული ცხოვრების განვითარებას.
გაზიარება