11 ივნისი, 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ ატენში საჯარო სკოლის რეაბილიტაციას იწყებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს.
სოფელ ატენის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია.
პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში განახლდება სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები, საჭიროების შემთხვევაში კი განხორციელდება შენობის გამაგრებითი სამუშაოებიც.
პროექტის მიზანია მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნა.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს.
გაზიარება