ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

5 ივნისი, 2026

ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის პროექტირება იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის პროექტირებას იწყებს.

პროექტის მიზანია ტბის მიმდებარე სივრცის თანამედროვე, მრავალფუნქციურ სარეკრეაციო ზონად გარდაქმნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს დასვენების, სპორტისა და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის კომფორტულ გარემოს შესთავაზებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საფეხმავლო, სარბენი და ველობილიკების ქსელის მოწყობა, საბავშვო სათამაშო და სპორტული სივრცეების შექმნა, ასევე რეკრეაციული და დასასვენებელი ზონების განვითარება.

ტერიტორიაზე მოეწყობა პერგოლები, ფანჩატურები, ნავების სადგომი, მცირე კომერციული და მომსახურების ინფრასტრუქტურა, ასევე მდინარეზე გადასახედი ბელვედერი.

პროექტი ითვალისწინებს გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სარწყავი სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოლოგიურად მდგრადი მასალების გამოყენებასა და უსაფრთხო, უნივერსალური დიზაინის პრინციპების დანერგვას.

პროექტის განხორციელების შედეგად ახალციხე მიიღებს თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ტურისტულად მიმზიდველ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქალაქის ურბანულ გარემოს.