5 ივნისი, 2026
ქალაქ გორში ახალბაღის ტექნიკური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, ქალაქ გორში, საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობის პროცესს გაეცნენ.
გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა, რომელიც 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს.
პროექტი ითვალისწინებს სრული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის გასახდელებს, სველ წერტილებს, დაცვის ჯიხურს და სხვა დამხმარე სივრცეებს.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 4,31 მილიონ ლარს შეადგენს.
გაზიარება