ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

2 ივნისი, 2026

რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირებისთვის განმეორებითი კონკურსი გამოცხადდა

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავის ისტორიული სარეკრეაციო სივრცის თანამედროვე სტანდარტებით პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მთავარი მიზანია, პარკის განახლებისას შენარჩუნდეს მისი უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა.

რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტი უნდა მოიცავს საბავშვო და სპორტულ ზონებს, კალათბურთის მოედანს, განახლებულ სკეიტ-პარკს, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურას და დასასვენებელ სივრცეებს.

უნდა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საფესტივალო სივრცეები, დაიგეგმოს ამფითეატრის რეაბილიტაცია, ველოსიპედის, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების ქსელი, ტბაზე და კუნძულზე გადასასვლელი ხიდები, დამატებითი სატრანსპორტო კავშირები და ნიჩბოსნობის სკოლის მიმდებარედ ახალი ნავმისადგომის აშენება.

გარდა ამისა, განახლებულ პარკში უნდა განთავსდეს კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენები, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან ინტეგრაციას და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას.

პროექტის მიხედვით უნდა განახლდეს, ასევე, უსაფრთხოების, განათების, სარწყავი და სადრენაჟე სისტემები. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების სეპარაციას,

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს რუსთავის ცენტრალურ პარკში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, ეკო-მასალების დანერგვას და ტერიტორიის ადგილობრივი მცენარეული სახეობებით გამწვანებას.