2 ივნისი, 2026
სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესის კოორდინაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.
კომისიის წევრებმა განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები, შეაფასეს არსებული მდგომარეობა, საჭირო საპროექტო და სამშენებლო ღონისძიებები და ასევე, იმსჯელეს მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზებზე.
უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობენ თანათავმჯდომარეები – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს პროექტების შეუფერხებელ გაგრძელებას და მათი დროულად დასრულებას.
გაზიარება