29 მაისი, 2026
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხდებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპეციალიზებული დარბაზები ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, კარატეს, MMA-ს, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის.
კომპლექსში უნდა მოეწყოს საჭადრაკო სივრცე, სამედიცინო ბლოკი, ადმინისტრაციული და მსაჯების ოთახები, სამზარეულო და სასადილო.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მედიათეკის, უცხო ენების სწავლების, ბიბლიოთეკის, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის და სახელოვნებო სივრცეების მოწყობას.
შენობაში უნდა განთავსდეს, ასევე, 150–200 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, STEM-კლუბი, რომელიც მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით მრავალფუნქციურ სამუშაო ზონას გააერთიანებს.
პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე ავტოსადგომის, საფეხმავლო გზების განათებისა და უსაფრთხოების სისტემები.
გაზიარება