27 მაისი, 2026
ახალციხეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს და დაგეგმილი პროექტების დეტალებს ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა №124-ში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა 650 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და მოსწავლეებს უსაფრთხო, კომფორტულ და ხარისხიან სასწავლო გარემოს შესთავაზებს.
გაზიარება