ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

15 მაისი, 2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ბიზნესსექტორს შეხვდნენ

Image alt text

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი და მუნიციპალური განვითარების ფონდი-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქეთევან შუბითიძე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.

ღონისძიება სამშენებლო სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებსა და ბიზნესის მხარდამჭერ ფინანსურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს შეეხებოდა.

პანელური დისკუსიის ფარგლებში ქეთევან შუბითიძემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების ხედვაზე, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების ჩართულობის ზრდასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის სატენდერო მოთხოვნებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თანამოაზრეებს, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და ესაუბრათ მათთვის აქტუალურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.