ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია

11 მაისი, 2026

სოფელ იანეთში ახალი სკოლის პროექტირება იწყება

Image alt text

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის სკოლის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა გათვლილი იქნება 300 მოსწავლეზე.

შენობაში, საკლასო ოთახებთან ერთად, უნდა მოეწყოს სამეცნიერო ლაბორატორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცე, ბიბლიოთეკა, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოთახები.

პროექტით გათვალისწინებული იქნება, ასევე, სამედიცინო კაბინეტის, კვებისთვის განკუთვნილი სივრცის, სპორტული დარბაზის და გასახდელების მოწყობა.

გარდა ამისა, სკოლის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ღია, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე შენობა-ნაგებობები.

სოფელ იანეთის სკოლის პროექტი, შემდგომში, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი.