30 აპრილი, 2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი სოფელ ატენის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის შენობის მდგომარეობის შეფასებას და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მისი განახლების დეტალური გეგმის მომზადებას.
ხელშეკრულების ფარგლებში, დაგეგმილია ატენის საჯარო სკოლის შენობის პროექტირება, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, საჭიროების შემთხვევაში კი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა შენობის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეები, ასევე, განახლდება გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომერაგების სისტემები, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში წარმართვას.
გაზიარება